საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა გუშინ ღამით Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას ბოდიშს უხდის. მიზეზი 21 მარტის Facebook-პოსტი იყო, რომელშიც ქართველი მესაზღვრეებისთვის პროფესიული დღის მისალოც ფოტოზე გამოსახული იყო რუსი მესაზღვრე.
„მეგობრებო, საიდუმლო არაა რომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელ საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ, უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო“, – აღნიშნა სუჯაშვილმა.
მეგობრებო,საიდუმლო არაა რომ facebook -ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა…
Posted by დავით სუჯაშვილი on Sunday, March 21, 2021