დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩის რანგში განაგრძობს საქმიანობას. ზალკალიანს მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი შეცვლის. ის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსია.

ბრიფინგს დავით ზალკალიანი და ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.