დავითაშვილი | რუსეთიდან, დაახლოებით, 20-25 ათასი ადამიანია შემოსული, ზუსტ სტატისტიკას შსს გამოაქვეყნებს

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრს ჟურნალისტებმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე, მთავრობის სხდომაზე იყო საუბარი და როგორც შს მინისტრისგან მოისმინა, საუბარია 20-დან 25 ათასამდე ადამიანზე.

მისივე თქმით, ზუსტ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნებს.

„დაახლოებით 20-25 ათას ადამიანზეა საუბარი. ეს არის ის რანგი, რაც იყო 2020 წელს, ვიდრე პანდემიამდე, ვიდრე შეზღუდვები შემოვიდოდა. ეს მონაცემები შესადარებელი არ არის 2021 წელთან, რადგან დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა. საუბარი, რომ დიდი რაოდენობის ადამიანები ჩამოდიან და რისკის შემცველია, ეს ასე არ არის. 2020 წელსაც ასე იყო“. – განაცხადა დავითაშვილმა.