დავითაშვილი, წულუკიანი, ჩიქოვანი | კობახიძემ ვიცე-პრემიერები წარადგინა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე ახალი ვიცე-პრემიერები წარადგინა.

პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება, ასევე, ვიცე-პრემიერები იქნებიან კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

„უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრს – ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო.

ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა 8 თებერვალს დაამტკიცა.