ბექა დავითულიანი „ოცნების” კულტურისა და სპორტის მინისტრის, თინათინ რუხაძის მოადგილედ დაინიშნა.
შესაბამისი ბრძანება „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს გამოსცა.
დავითულიანი მე-10 მოწვევის პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო.
თინათინ რუხაძეს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს შალვა გოგოლაძე იკავებს, მოადგილის პოსტი შეინარჩუნა მაკა გურგენიძემ.