„მიმდინარეობს საკითხის შესწავლა" - სუსი ფარცხალაძის სანქცირებაზე

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოკლე განცხადებით გამოეხმაურა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხს, სუსში ამბობენ, რომ „მიმდინარეობს საკითხის შესწავლა”.

„საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

„ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე სიაში შეყვანილია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობის გამო“. – წერია განცხადებაში.