ნიკა მელიამ თბილისის მერიის ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციაზე სკოლებში უფასო კვების პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა თბილისში 180 ათას მოსაწავლეს მოემსახურება და მისი ღირებულება 80 მლნ ლარი იქნება.
“ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქალაქში სადაც ჩვენს გარშემო ბავშვების 35% სკოლაში მიდიან, სახლებში ბრუნდებიან და შიმშილობენ.
ჩვენ ვიკამათეთ, ვიმსჯელეთ. შიდა პიროვნული კონფლიქტი მაქვს, ჩვენ დავიწყოთ გზების დაგება, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ამდენი ბავშვი შიმშილობს და მათ დახმარების ხელი გარდამავალ ეტაპზე მაინც არ გავუწოდოთ, არ გავაკეთოთ ის რაც გვევალება?!
ამიტომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რაც მივიღეთ. მიხარია, რომ ეს შეგვიძლია. ეს პროგრამა, საჯარო სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფა, იმუშავებს ვიდრე ცენტრალურ ხელისუფლებაშიც არ მოვალთ კოალიციურად, ეკონომიკას არ გავაძლიერებთ და აღარ გვეყოლება მშიერი ბავშვები.” – განაცხადა ნიკა მელიამ.