„დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე" - კალაძემ ნაკადების მართვის დავალება გასცა

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობს სხდომაზე „სადგურის მოედანზე” მგზავრთა დიდ ნაკადს გამოეხმაურა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დავალება მისცა.

მათ სატესტო რეჟიმში განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების ვერსიაზეც ისაუბრა. შესაბამის სამსახურს ასევე მოუწოდა, ჩართონ ექსპერტები და პარალელურად დაიწყონ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე.

მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე ურბანული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყონ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს.

პირველად, შესაძლოა, სატესტო რეჟიმად გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, მაგალითად, ლონდონის მეტრო. შესაძლოა ბევრს უმგზავრია და ვიცით, როგორ ხდება ნაკადების მართვა.

მინდა, მოგიწოდოთ უფრო მეტი ჩართულობისკენ. ჩართეთ ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და ვნახოთ, რა შესაძლებლობებია ნაკადების მართვის თვალსაზრისით. ეს შეიძლება პირველ ეტაპზე გარკვეული დისკომფორტი იყოს, შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილოც, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე.

ამიტომ, დაიწყეთ ყველა ძალის გამოყენება და ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა. თუ გამოგივა, ვნახოთ სატესტო რეჟიმში.

პარალელურად ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე და მოწესრიგებაზე. იმისთვის, რომ პრობლემას არ წარმოადგენდეს ამ გვირაბში გადაადგილება”, – განაცხადა კალაძემ.