„TV პირველის“ ცნობით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ. არხი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმაში მონაწილე პირები ავტომობილებიდან მას შემდეგ გადმოვიდნენ, რაც არხის ლოგო დაინახეს, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას წაართვეს მიკროფონი, მიკროფონის ღრუბელი და სცადეს „TV პირველის“ კამერის დაზიანება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
„ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრთან ველოდებოდით ჩვენს რესპონდენტს მე და ჩემი ოპერატორი, ხელში მეჭირა „TV პირველის“ მიკროფონი, ამ დროს თავს ორი მამაკაცი დაგვესხა, თავდაპირველად სცადეს, რომ ჩემთვის მიკროფონი წაერთვათ, შემდეგ ჩვენი ტექნიკის დაზიანება, ამის შემდეგ სიტყვიერ შეყრაცხყოფაზე გადმოვიდნენ, გვაგინეს, ამ იციდენტს ჰყავს არაერთი თვითმხილველი, მიმდინარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია არაერთი სათვალთვალო კამერა, შესაბამისად, ძალიან მარტივად არის ამოსაცნობი ის 2 მამაკაცი, რომელიც თავს დაგვესხა, კადრებშიც კარგად ჩანს, ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენი პროფესიული მობალეობა არ შეგვესრულებინა და იყვნენ ძალიან აგრესიული ჩვენ მიმართ“, – აცხადებს ნანუკა ქაჯაია.