დაზარალებულები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა საჭირო საშუალებით - რიჟვაძე

პუბლიკა

ბათუმის ავტონომიური რეპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.

მისივე განმარტებით, როგორც კი მაშველები დაასრულებენ სამუშაოებს, ადგილზე მობილიზებული კონსტრუქტორები და გეოლოგები შეისწავლიან ირგვლივ მდებარე ყველა შენობის მდგრადობას, თუ რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება.