„დაზარალებული ვარ მე, რატომ მისმენდნენ“ | ღარიბაშვილი ჩანაწერებზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დაზარალებული არის ის და ბერა ივანიშვილი და მას აქვს კითხვა, რატომ უსმენდნენ, თან მაშინ, როდესაც ის კერძო პირი იყო.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული. დაზარალებული ვართ ჩვენ, მე, პირადად, ვინაიდან პირველი კითხვა რაც მაქვს მე – რატომ მისმენდნენ მე როგორც კერძო პირს მაშინ. იმ დროს ვიყავი საჯარო სექტორში მომუშავე. რატომ უმსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს. არც პოლიტიკა არსებობდა მაშინ ჩვენი მხრიდან, არც პარტია „ქართული ოცნება“ და არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო მაშინ პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს და  აღნიშნული ფაქტი იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ამ კონტროლის ქვეშ“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.