„დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლებისთვის არცერთი ტენდერი არ გამოცხადებულა" - კალაძე

პუბლიკა

ქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის გასაახლებლად ან შესაცვლელად ტენდერი არ გამოცხადებულა.

„ამის მიუხედავად თბილისი იქნება ლამაზი, მოწესრიგებული და განათებული.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თუმცა, მისივე თქმით, სამი ტენდერი გამოცხადდა საახალწლო სივრცეების გალამაზების მიზნით. ამავე სხდომაზე კალაძემ კერძო სექტორსაც მიმართა.

„ახლოვდება ახალი წელი და, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტმა დაიწყო მზადება. დავიწყეთ დედაქალაქის ქუჩების მორთვა. მივმართავ ბიზნესსექტორს. ინტერესია დიდია, რომ იყოს მათი ჩართულობა, ბევრი თხოვნა მოდის კონკრეტულ ლოკაციებზე, რომ შეძლონ სივრცეების გალამაზება.

მოუწოდებ ბიზნესსექტორს, იაქტიურონ და ერთად გავალამაზოთ და მოვრთოთ ჩვენი ქალაქი. გარდა ამისა, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს სამი ტენდერი განათებებისა და ილუმინაციებისთვის. აღნიშნული სამი ტენდერიდან ორი არის საახალწლო აქსესუარებისა და განათებების და ერთი საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვის მიზნით. სამივე ტენდერის ღირებულება 207 000 ლარია. “ – განაცხადა კახა კალაძემ.