თბილისის მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს, ღამით, 24:00 საათიდან დაიწყება დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა. დეზინფექცია ჩატარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, გაჩერებებსა და მეტროსადგურების ამოსასვლელებთან.
მერიის ცნობით, სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდებულია და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
თბილისის ქუჩები რამდენიმე დღის განმავლობაში მოირეცხება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებას თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებს. სადეზინფექციო სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით სპეციალისტთა ჯგუფები აწარმოებენ.