„დედას გიტირებთ. იდი ნა**ი რა“ - ბერმა „ფორმულას“ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

პუბლიკა

სამცხე -ჯავახეთში, თავკვეთულას მონასტრში სასულიერო პირმა, ბერმა იოანემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ბერი ჟურნალისტებს გადაღების შესაძლებლობას არ აძლევს და კითხვებს არ პასუხობს.

ტელეკომპანია მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკოპანიის გადამღები ჯგუფი მონასტრის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის გადასაღებად იყო მოსული.

„კულტურული მემკვიდრეობა რას ნიშნავს, ძეგლთა დაცვაზე ამბობთ? ძეგლი დაუდგით დედათქვენს და მამათქვენს, როცა გარდაიცვლებიან, ესაა ეკლესია, ცოცხალი ორგანიზმი.

აუ, რა ნაგლი ხარ, რა. შვილო, დეგენერატი ხარ? შეურაცხყოფას გაყენებ კი არა, მამაძაღლი ხარ, არც გამაფრთხილე.

რა სულელები ხართ.

ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ, პ**ში არ აგ***ა? წადი, შენი დედას დ***ცი ახლა.

შეურაცხყოფას გაყენებ კი არა, დედას გიტირებთ. იდი ნა**ი რა“, – მიმართა ბერმა ჟურნალისტებს.