დედოფლისწყაროში 65 წლის ქალი მოკლეს

პუბლიკა

დედოფლისწყაროში 65 წლის ქალი მოკლეს. ეს ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს. გარდაცვლილი ქალი გუშინ საკუთარ სახლში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.