დედოფლისწყაროში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს, გოგიტა რობიტაშვილს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, რობიტაშვილს თავის ავტოფარეხთან 4 ნიღბიანი ადამიანი 25 დეკემბერს, პარტიის ყრილობიდან დაბრუნების შემდეგ დაესხა.
რობიტაშვილის პარტიაში მიიჩნევენ, რომ თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. რობიტაშვილის თქმით, თავდამსხმელებმა სახეში ბლაგვი საგანი დაარტყეს და შედეგად ყვრიმალის ძვალი აქვს გატეხილი.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.