დედოფლისწყაროში კომპანია „ფრონტერასთან“ აქცია მიმდინარეობს – პროფკავშირები

პუბლიკა

დედოფლისწყაროში კომპანია „ფრონტერასთან“ დილიდან ხმაურია.  ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათი თქმით, ე.წ. ნავთობშემკრების ტერიტორიაზე „ფრონტერას“ უკვე ყოფილი თანამშრომლები იმყოფებიან და საგანგებოდ ტერიტორიიდან გასატანად გამზადებული ცისტერნების ნავთობით დატუმბვას ეწინააღმდეგებიან.

„ადგილზე თბილისიდან დღეს დილიდან სამი ტრაილერი ჩაიყვანეს, თანამშრომლები ამბობენ, რომ მოპოვებული ნავთობის ნაშთის გატანის საშუალებას კომპანიას მანამდე არ მისცემენ, სანამ 11 თვის სახელფასო დავალიანებას არ გაისტუმრებს. კიდევ ერთი მოთხოვნა სამსახურიდან ხელფასის მოთხოვნის გამო გათავისუფლებული 84 თანამშრომლის აღდგენაა“, – აცხადებენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში.

17 დეკემბერს გაზისა და ნავთობის ამერიკულმა კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ“ დედოფლისწყაროში დასაქმებული 80-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.