#DefendingUkraine - თავისუფლების მოედანზე უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია იმართება

პუბლიკა

#DefendingUkraine – დღეს თბილისში უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე უკრაინის დროშები გაშალეს.

აქცია მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა 14 ოქტომბერს, თუმცა ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო თბილისში დაგეგმილი აქცია გადაიდო.

უკრაინელები 14 ოქტომბერს ერთდროულად სამ დღესასწაულს აღნიშნავენ – უკრაინის დამცველთა, უკრაინელი კაზაკების დღესა და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს.

აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს, მხარდამჭერი შინაარსის ტექსტები და სურვილები დააწერეს უკრაინის დროშას, რომელიც მოგვიანებით, უკრაინაში გაიგზავნება და სამხედროებს გადაეცემათ.