ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ქუთაისის 124 უბნიდან დათვლილია უბნების 53% პროცენტზე მეტი. ხმები კანდიდატებს შორის ასე ნაწილდება:
ხატია დეკანოიძე – 48%;
იოსებ ხახალეიშვილი – 52%.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.