დეკანოიძე: „ქართულმა ოცნებამ" აბაშიძე-ბურჯანაძის კანდიდატურებისთვის ხმის მიცემა გამორიცხა

პუბლიკა

ხატია დეკანოიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველობის ორი კანდიდატი შესთავაზა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მათი მხარდაჭერა გამორიცხა და ოპოზიციას ხუთი კანდიდატი წარუდგინა.

„შეთანხმების ირგვლია მძიმედ წავიდა საუბარი. ძალიან კონკრეტულად რომ ვთქვა, შეთანმხმება არ არის, არ არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ორი კანდიდატი. იცით, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს აბაშიძე-ბურჯანაძეს. მათ გამორიცხეს ამ ორი კანდიდატისთვის ხმის მიცემა და შემოგვთავაზეს ხუთი კანდიდატი იმ დარჩენილი სიიდან, რომელიც განხილული ოყო, ადამიანები, რომლებმაც გაიარეს კონკურსი და გასაუბრება.

ჩვენი მხრიდან რეალურად იყო დაფიქსირებული პოზიცია, რომ ამ ხუთი კანდიდატიდან არც ერთ კანდიდატს არ ვემხრობით და ვემხრობით იმ შეთავაზებას, რომელიც თავიდანვე, ივლისში იყო გაცხადებული. ამ ეტაპზე შემიძლია, გითხრათ, რომ ერთ საერთო კანდიდატზე ან თუნდაც, ორზე, ვინც მოაგროვებს საკმარის ხმებს, ჩვენი მხრიდან და არც უმრავლესობის მხრიდან პოზიცია შეცვლილი არ არის. მე არ მიმაჩნია, რომ იაგო არის ის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ რაღაც შეთანხმების ფარგლებში თვითონ განიხილავს.

ჩვენი მხრიდან ორი კანდიდატი არის დაკონკრეტებულ. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მათ კანდიდატები არ ჰყავთ, მაგრამ გვთავაზობს იმ სიიდან ხუთ ადამიანს, რომლებიც კენჭისყრაზე გამოვლენ. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მარტივი. ჩვენ ამ ადამიანებისგან არ დავუჭერთ მხარს არც ერთ კანდიდატს, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ წარვადგინეთ, ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. არ მგონია, ხუთი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმა” – განაცხადა დეკანოიძემ.

 

ანა აბაშიძისესთან ერთად, გიორგი ბურჯანიძის გამორიცხვა შესაძლო კანდიდატების სიიდან სიახლეა. 28 ნოემბერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს გააგრძელებს. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია.