დეკანოიძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება - შსს

პუბლიკა

შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ხატია დეკანოიძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც კაცმა დეკანოიძეს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა.

„პუბლიკას“ შსს-ში უთხრეს, რომ პირი იდენტიფიცირებულია, გამოძიება კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

24 ივლისს, ხატია დეკანოიძე საკუთარი სახლთან ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც, ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ აგინებს მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდა კაცი ჟურნალისტებსა და ხატია დეკანოიძეს.