სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა.
„2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა“, – წერია განცხადებაში.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მამალაძეს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც“, – წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, მამალაძის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას, ვინაიდან. მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი.