დეკანოზი გიოგი მამალაძე გლდანის N18 პენიტენციურის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს – ინფორმაციას ამის შესახებ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ადასტურებს.
„ჩემთვის უცნობია, თუ რა მიზეზით არის გადაყვანილი. უბრალოდ გავიგე, რომ „ვივამედში“ გადაუყვანიათ ამ დილით. 3 წელია ის პარალიზებულ მდგომარეობაშია და იმ დაწესებულებაში, სადაც ჩემი ძმა იმყოფება დღესდღეობით – N18 დაწესებულებას ვგულისხმობ, 3 წლის განმავლობაში ვიძახდი, რომ იქ არანაირი პირობები არ არსებობს ელემენტარული პირობებიც და ეს უკვე საზოგადოებამაც ნათლად დაინახა მე-3 პრეზიდენტიც რა მდგომარეობაში ჰყავთ“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მისივე თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფოში თითოეული პაციენტი ტანჯვას განიცდის.
„ეს დაწესებულება პირდაპირი მნიშვნელობით არის სასაკლაო და მოვუწოდებ თითოეულ პოლიტიკოსს, რომ მიხედონ არა მარტო ერთ პაციენტს, არამედ თითოეულ პაციენტს, რომლებიც იქ იმყოფებიან, რადგანაც თითოეული მათგანი ტანჯვას განიცდის“, – თქვა თორნიკე მამალაძემ.