ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა არასწორად შევსებული ქონებრივი დეკლარაციის გამო დაჯარიმდა, – ამის შესახებ საუბარია საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშში.
კერძოდ, თურნავას მეუღლის შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებული ცდომილება ჰქონდა.
დაჯარიმებულთა შორის ასევე არიან პარლამენტის წევრები:
- ლევან კობიაშვილი (მითითებული არ არის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, ასევე არ არის მეუღლის სახელფასო შემოსავალი);
- გურამ მაჭარაშვილი (შეუსაბამობა უძრავ ქონებაში);
- ერეკლე ტრიპოლსკი (სამეწარმეო საქმინოაბა არ არის ასახული დეკლარაციაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ფუნქციონირებს);
- ზვიად კვაჭანტირაძე (მითითებული არ არის მეუღლის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში);
- ენზელ მკოიანი (საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა; სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს; შემოსავლების ნაწილში: სხვაობა შემოსავალში);
- ილია ნაკაშიძე (ქონება; საბანკო ანგარიშების ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი საბანკო ანგარიში; სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს);
- ვიქტორ ჯაფარიძე (უძრავი ქონების ნაწილში: დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა);
- გრიგოლ მიქელაძე (უძრავი ქონების ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; შემოსავლების ნაწილში: სხვაობა შემოსავალში);
- კობა ნაყოფია (არასწორად იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით არსებული ნაშთი; სრულად არ იყო წარმოდგენილი ხელშეკრულებები);
- გოდერძი ჩანქსელიანი (1. სხვაობა უძრავი ქონების ფართში. 2. არ ასახა ინფორმაცია მისი შვილის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. 3. არ ასახა ერთჯერადად მიღებული შემოსავლები რომელიც აღემატება 3000 ლარს).
- გოჩა ენუქიძე – 1. არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი, რომელიც აღემატება 3000 ლარს და ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5000 ლარს;
- ზაზა კედელაშვილი – არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი
რომელიც აღემატება 5000 ლარს; - სამველ მანუკიანი – 1. დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრის სახელზე
არსებული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება არ არის მითითებული 2. ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა 3. მის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალის ცდომილება 4. მისი და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურება არ არის მითითებული; - სიმონ ნოზაძე – მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული დეკლარაციაში, ასევე დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით; საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში არ არის მითითებული; მის მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება;
- ზაქარია ქუცნაშვილი – 1. ოჯახის წევრის მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება 2.არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი. რომელიც აღემატება 5000 ლარს;
- მიხეილ ყაველაშვილი – 1. შეუსაბამობა ხელშეკრულების საგნის ღირებულებაში, შეუსაბამობა ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში 2. მისი და მისი ოჯახის წევრების ნაწილი საბანკო ანგარიშების წარუდგენლობა 3. ოჯახის წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება არ არის მითითებული;
- ივლიანე წულაია – მის მიერ მიღებული შემოსავლის ცდომილება;
- ირაკლი ხახუბია – მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობის ცდომილება, ასევე დეკლარაციაში ასახულია უძრავი ქონება, რაც არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული; ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმეტაციის წარუდგენლობა; მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში არ არის მითითებული; მის სახელზე არსებული ხელშეკრულება არ არის მითითებული; არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი, რომელიც აღემატება 3000 ლარს და ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატება 5000 ლარს;
- ელგუჯა გოცირიძე – ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის არ მითითება, საკუთარი სხვა შემოსავალ – გასავლის არ მითითება;
- ლაშა დამენია – ოჯახის წევრის ანაზღაურებითის არ მითითება;
- ოთარ დანელია – ოჯახის წევრის ანგარიშების არ ასახვა, ზოგიერთი ანგარიშის არ წარმოდგენა, საკუთარი ხელშეკრულების არ ასახვა, საკუთა სხვა შემოსავალ -გასავლის არ ასახვა;
- ბექა ნაცვლიშვილი – საკუთარი და ოჯახის წევრის საბანკოს არასწორად წარმოდგენა, ხელშეკრულებების არ ასახვა და ნაწილობრივ წარმოდგენა;
- ბექა ოდიშარია – საკუთარი და ოჯახის წევრის უძრავი ქონების არ ასახვა, საკუთარ ნაშთებში ცდომილება და საკუთარ და ოჯახის წევრის ანგარიშების არ მითითება, საკუთარ და ოჯახის წევრის სამეწარმეოს არ ასახვა, საკუთარი ხელშეკრულების მატერიალური შედეგის ცდომილება, ოჯახის წევრის ხელშეკრულების არ ასახვა, საკუთარი და ოჯახის წევრის სხვა შემოსავალ/გასავლის არასწორად ასახვა;
- ნინო წილოსანი – ოჯახის წევრის უძრავი [ქონების] არ ასახვა და ფართში ცდომილება, საკუთ. სამეწარ. არ ასახვა, ანაზღ.შემოსავლის არ ასახვა;
- ლერი ხაბელოვი – საკუთარი უძრავი [ქონების] არ ასახვა, სამეწარ. არ ასახვა, ანაზღაურების ცდომილება, მოთხოვნილი დოკუმენტაციის არ წარმოდგენა;
- მამუკა ჩიქოვანი – 1.შეუსაბამობა ნაშთებში; 2.შუსაბამობა შემოსავლებში;
- დავით ჭიჭინაძე – ცდომილება შემოსავალში;
- დიმიტრი ხუნდაძე – ცდომილებები მიღებულ შემოსავლებში;
- გიორგი ღვინიაშვილი – 1. მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული დეკლარაციაში, ასევე დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება არ დადტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით 2. მის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული;
- კობა კობალაძე – 1. არ აუსახავს მისი და მისი შვილი სახელზე არსებული მოძრავი ქონება. 2. არ აუსახავს მისი შვილის საბანკო ანგარიში. 3. არ აუსახავს მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავლები;
საჯარო სამსახურის ბიუროს ცნობით, 2019 წელს, შემოწმებას დაექვემდებარა დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევით და დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული თანამდებობის პირების დეკლარაციები. დამოუკიდებელი კომისიის მიერ შეირჩა 297 თანამდებობის პირის დეკლარაცია, ხოლო ელექტრონული სისტემის მიერ – 310 დეკლარაცია. ჯამურად 2019 წლის განმავლობაში მონიტორინგს დაექვემდებარა 607 თანამდებობის პირი.