იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ Gazzetta Dello Sport-თან ინტრვიუში იტალიური კლუბების შესახებ ისაუბრა. მას „ნაპოლის“ შესახებაც ჰკითხეს, დასუსტდა თუ არა კლუბი კაილდუ კულიბალისა და ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ.
„არა, ვფიქრობ „ნაპოლი“ გაძლიერდა. ვაფასებ სპალეტის საქმიანობას, რომელიც გუნდის რეკონსტრუქციას კონტრუქციულად მიუდგა: ჯერ ერთი, გუნდს დიდებული მახასიათებლები აქვს. მეორეც – უფრთხილდით კვარაცხელიას, არაპროგნოზირებადსა და ნიჭიერს. როგორც ჩანს, ის ევროპაში სათამაშოდ არის დაბადებული“, – განაცხადა დელ პიერომ.