„დელტა პლუსის“ 10 შემთხვევა ფიქსირდება, აქტიური შემთხვევებიდან 80% „დელტა“ შტამია - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმაძნაძის ინფორმაციით, საქართველოში „დელტა პლუსის” 10 შემთხვევა ფიქსირდება.

„თბილისსა და ბათუმში დადასტურებული შემთხვევებიდან, თითქმის ყველა დელტა შტამია, ხოლო საქართველოზე თუ გადავიანგარიშებთ, აქტიური შემთხვევებიდან 80 % დელტა არის ყველგან, ხოლო ქვეყანაში დელტა პლუსის 10 შემთხვევა ფიქსირდება,”- განაცხადა “დღის კურიერში” პაატა იმნაძემ.