დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის „დელტა“ შტამი სიმპტომებით, აქამდე არსებულ შტამებზე მედად ჰგავს გაციებას. ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს, თუკი გაციების სიმპტომები ექნებათ, აუცილებლად ჩაიტარონ ტესტი კორონავირუსზე.
„მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ინციფირებულები არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი, რა ვუწოდო ასეთ ადამიანებს“, – აცხადებს იმნაძე.