დემნა გვასალია პრესტიჟული ამერიკული ჯილდოს, CFDA-ის გამარჯვებულია

პუბლიკა

ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს (CFDA Awards) ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი მოდის დიზაინერი დემნა გვასალიაა.

Balenciaga-ს შემოქმედებითმა დირექტორმა ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამავე ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ – მიუჩა პრადა, რაფ სიმონსი, სიმონ პორტე ჟაკმუსი და პიერპაოლო პიჩოლი.

დემნა გვასალიას CFDA-ის ჯილდო წელს პირველად არ მიუღია. ქართველმა დიზაინერმა მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 2017 წელსაც მიიღო მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის.