დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ ცესკო ტაძარი იქნებოდა - თავმჯდომარეობის კანდიდატი

პუბლიკა

„დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ ცესკო ტაძარი იქნებოდა”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საუბრისას.

„თქვენ კითხულობთ, როგორი კადრი გვჭირდება კონკრეტულ თანამდებობაზე? მე ვკითხულობ – როგორ დავუბრუნოთ საზოგადოებას რწმენა და ნდობა არჩევნების მიმართ. ვიღაცამ შეიძლება უბრალოდ იკითხოს – რატომ უნდა დავუბრუნოთ საზოგადოებას რწმენა არჩევნების მიმართ, ტექნიკური თვალსაზრისით? თითოეულმა თქვენგანმა ცალკე აღებულმა იცით, რომ მე თქვენი პროტეჟე არ ვარ, მაგრამ, შესაძლოა, ერთმანეთზე ეჭვობდეთ.

დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ ცესკო ტაძარი იქნებოდა და მის საქმიანობაში ვერასდროს ვერავინ ჩაერეოდა. მე ქალბატონი ვარ და თქვენ წინაშე ვდგავარ. ველი თქვენი მხრიდან ტექნიკურ გადაწყვეტილებას. თუ აქამდე უნდა მოგვეხაზა არჩევნებზე, ახლა უნდა გავაფერადოთ არჩევნები და, იმედი მაქვს, გავაფერადებთ ჩვენს მომავალსაც”, – თქვა ალფაიძემ.

დღეს პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს უსმენენ.