„მე დეპოლარიზაციის მიზნით ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად. 3 ადამიანი შევიწყალე [უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა], გასამდა და დამთავრდა“, – ასე პასუხობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, დეპოლარიზაციის მიზნით ხომ არ შეცვლის პოზიციას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.
პრეზიდენტი ამბობს, რომ საქმის სამართლებრივ დეტალებს ვერ განიხილავს, თუმცა ასეთ კრიტიკულ დროს ამ პროცესის ჩანიშვნა ხელისუფლების მხრიდან იმ ნაბიჯებს შორის იყო, რომლებმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი დააზიანა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ამჯერად დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროო ნაბიჯები.