დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაცია ამის შესახებ ვიკა ბუკიამ „კურიერს“ მიაწოდა.
ვიკა ბუკიას თქმით, ვირუსზე პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა დადებითი აჩვენა.
როგორც დეპუტატის მეუღლე აცხადებს, ტესტირების პასუხები მათთვის დღეს გახდა ცნობილი.