„ქართული ოცნების“ დეპუტატს ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას. უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევით მიჰყვეთ რეკომენდაციებს, ატაროთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია”, — წერს ტურძელაძე.
კორონავირუსი დაუდასტურდათ „ქართული ოცნების“ კიდევ რამდენიმე დეპუტატს: მამუკა მდინარაძეს, ირაკლი ზარქუას, ირაკლი მეძმარიაშვილს, ბექა დავითულიანსა და მაია მენაღარიშვილს.