დერეკ შოლე: პრემიერს კიდევ ერთხელ განვუმარტე ჩვენი შეშფოთება არსებულ ტრაექტორიაზე

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს, რომ რუსული კანონის მიმართ მთავრობის მხარდაჭერის გამო შეშფოთება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს განუმარტა.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ განვუმარტე ჩვენი შეშფოთება საქართველოს არსებულ ტრაექტორიაზე – მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ, რომელიც ქართველების უმრავლესობის სურვილისა”, – წერს ის.