სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები აქციას მართავენ ჯანდაცვის სამინისტროსთან.
„ღირსეული პირობები დევნილებს!“, „30 წელია ვიცდით. როდემდე?“, „აღასრულე კანონი“, – ვკითხულობთ აქციის მონაწილეების ტრანსფარანტებზე.
ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
დევნილები შეუსაბამო საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ.
„გვინდა მინისტრს ხმა მივაწვდინოთ, რომ დევნილები დღეს უღირს და სრულიად საშიშ პირობებში, ავარიულ შენობაში ცხოვრობენ”. – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი პროტესტის გაგრძელებას და შიმშილობას გეგმავენ.