„დეზერტირების ბაზარში“ სანიტარული ნორმების დარღვევისა და ხორცის არასათანადო შენახვისთვის 11 ობიექტი დააჯარიმეს

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათმა ინსპექტორებმა „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარედ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ე.წ. გვირაბში ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს.

13-დან 11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიეცათ რეკომენდაციები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით ზოგადი სიტუაცია გაუმჯობესებულია, აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვევლი წარმომავლობის ხორცის მოხვედრის რისკი მაღალია და მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.