დგას საკითხი ცოტნეს საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანის - კოკო გამსახურდია

პუბლიკა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია მის ძმის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანაზე საორგანიზაციო საკითხებს აგვარებენ.

„ამჟამად მდგომარეობა ასეთია: ცოტნე მართვით სუნთქვაზე რჩება, ნარკოზის მდგომარეობაში. ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ახლა დგას საკითხი მისი გადაყვანისა საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში, სადაც გარკვეულ ხანში, როდესაც ამის დრო იქნება, მოხდება მისი გამოყვანა ნარკოზიდან, გაგრძელდება მკურნალობა და ამის შემდგომ გადავა რეაბილიტაციაზე. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებითვის”, – წერს გამსახურდია facebook-ზე.


პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს ვერაზე დაჭრეს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირია დაკავებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.