ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღე-ღამის განმავლობაში სულ 18 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.
„დღეს, დილის მონაცემით, 148 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დღის მეორე ნახევარში დაგვემატა. ისე, მთელი დღე-ღამის განმავლობაში 18 დადასტურებული შემთხვევა გამოგვდის. ამ შემთხვევებიდან 2 დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრშია, დანარჩენები განაწილებულები არიან საქართველოს 10 კლინიკაში, რომლებიც არიან კოვიდის მიმღები კლინიკები. წყაროები ახალი შემთხვევების ჩემთვის უცნობია. ჩვენთან შემოსული ის ორი პაციენტი არის ჩვენთან უკვე მყოფი პაციენტების კონტაქტები“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.
მისი თქმით, პაციენტების ზოგადი სურათი არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 დადასტურებული შემთხვევიდან 27 გამოჯანმრთელებული ადამიანია.