დღეიდან ახალი ონლაინპლატფორმა Queer.ge ამუშავდა. როგორც პლატფორმის დამფუძნებლები აცხადებენ, ორგანიზაციის მთავარი მიზანია ლგბტქი ადამიანების გაძლიერება ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ასევე ლგბტქი მოძრაობის ხელშეწყობა, სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფების მხარდაჭერა, ადამიანის უფლებების ხელშეწყობა.
„ჩვენ თავად გიამბობთ რა გვიჭირს და რა გვინდა, რომ შეიცვალოს. ეს არის ქვიარ თემის ხმა… ხმა, რომელიც მოგიყვებათ ქვიარ ამბებს, ქვიარ სიახლეებს, ქვიარ ისტორიას, ქვიარ ხედვას. ეს არის პლატფორმა, სადაც ერთად ვიზრუნებთ არამარტო ჩვენი, ლგბტქი თემის, არამედ სხვა ჩაგრული ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეც“, – აცხადებენ დამფუძნებლები.
მათივე თქმით, პლატფორმაზე მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას საკუთარ უფლებებზე, ჯანმრთელობაზე, ხელოვნებაზე; წაიკითხავს სახალისო ისტორიებს, ბლოგებს, სტატიებსა და ინტერვიუებს.