დღეიდან მოქალაქეები თბილისში სამგზავრო პაკეტების შეძენას მეტროს სალაროებში შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალიდან მოქალაქეები სამგზავრო პაკეტებს საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალებშიც შეიძენენ.
„სურვილისამებრ, პირველი თებერვლიდან მგზავრები ტრანსპორტში გადახდას „მეტრომანის“ გამოყენებითაც შეძლებენ“, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.