დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათმა 23 საათამდე გადაიწია

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23 საათიდან 5 საათამდე პერიოდში.

„მივმართავთ მოქალაქეებს, რომ გამკაცრდება რეგულაციების აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23 საათზე.

ამავდროულად ძალაში რჩება გადაადგილების  ყველა ის უფლება, რომელიც პირებსა თუ ორგანიზიებს ჰქონდათ 21 საათიდან 5 საათამდე“, – განაცხადეს დღევანდელ ბრიფინგზე.