დღეიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 23 საათიდან დილის 4 საათამდე იმოქმედებს

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 23 საათიდან დილის 4 საათამდე გადმოიწია.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა, გადაწყვეტილება ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მიიღეს.

„ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის და პროდუქციის რეალიზებისთვის, თუმცა, ცხადია, ის ვრცელდება ნებისმიერ მოქალაქეზე“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.