რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, საავადმყოფოში დღეიდან ჟურნალისტების ტესტირებაც დაიწყება.
„მიზნობრივი ჯგუფები ძალიან ბევრი იქნება. უპირველეს ყოვლისა მიზნობრივ ჯგუფში თქვენ, ჟურნალისტები ბრძანდებით. მე გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჟურნალისტების გატესტვას დავიწყებდით. დღეს ვიწყებთ. სწრაფი ტესტია ეს მართალია, მაგრამ საეჭვო შემთხვევაში გადავალთ PCR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში. ასეთი ჯგუფები განისაზღვრება და მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდება. დღეიდან დაიწყება მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცების ტესტირებაც, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამ მიზნობრივი ჯგუფების მოცვით მნიშვნელოვნად შეგვიძლია შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკიც“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.
ლევან გოფაძის თქმით, რესპუბლიკურ სავადმყოფოში 47 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. როგორც ექიმი ამბობს, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და დამაკმაყოფილებელია, ძირითადად, არცერთი არაა მართვით სუნთქვაზე.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ლევან გოფაძის განცხადებით, გუშინ 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, დღეს კიდევ ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან, და თუ ისევ უარყოფითი იქნება, ისიც გაეწერება.