დღეიდან მატარებლის ბილეთების ონლაინგაყიდვა იწყება – საქართველოს რკინიგზა

პუბლიკა

მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესასრულებლად.

დღეიდან კი მატარებლის ბილეთების ონლაინგაყიდვა იწყება. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, რომ 15 ივნისიდან მაგისტრალური მატარებლები ხუთი მიმართულებით დაიწყებენ მოძრაობას:

– თბილისი-ბათუმი
– თბილისი-ოზურგეთი
– თბილისი-ფოთი
– თბილისი-ზუგდიდი
– თბილისი-ქუთაისი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის აპლიკაციით  ან ვებგვერდის საშუალებით.