დღეიდან პარლამენტარების ხელფასი გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება. პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, 2025 წლის 1 იანვრიდან იცვლება პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურების ოდენობა, კერძოდ: იზრდება გასამრჯელო პარლამენტის წევრებისთვის, მათ შორის იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც იკავებენ საპარლამენტო თანამდებობებს.

დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელფასო კოეფიციენტზე ნამრავლით.

„რადიო თავისუფლებამ“ მიღებული ცვლილებების წესით შესაბამისად, დაითვალა ვის რამდენით გაეზრდა ხელფასი.

  • პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასო 6 740 ლარიდან 14 600 ლარამდე გაიზრდება.
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 6 400 ლარიდან 13 432 ლარამდე გაიზრდება
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 6 340 ლარიდან 13 140 ლარამდე გაეზრდება;
  • კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს 5 540 ლარიდან 12 556 ლარამდე გაეზრდება;
  • კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს 4 800 ლარიდან 12 410 ლარამდე გაეზრდება;
  • კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს 4 740 ლარიდან 11 972 ლარამდე გაეზრდება;
  • პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, 4 624 ლარიდან 11 680 ლარამდე გაეზრდება.

დასახელებული თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც აღნიშნულ ოდენობებს გამოაკლდება.