დღეიდან პენსიონერი, რომელიც აიცრება, ერთჯერადად 200-ლარიან დანამატს მიიღებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა. მან საბჭოს მიერ მიღებულ გადაწვეტილებებზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეიდან პენსიონერი, რომელიც 1 იანვრამდე აიცრება, ერთჯერადად 200-ლარიან დანამატს მიიღებს. პრემიერის თქმით, 200-ლარიანი დანამატი პირველი დოზის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1 დეკემბრიდან ამოქმედდება „მწვანე“ პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მოქმედების არეალი.