დღეიდან, 17 აგვისტოდან შიდა და გარე სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შესახებ განაცხადა.
„საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია – დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტიანია პირბადე ინფექციისგან დასაცავად და აქედან გამომდინარე, დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი საშუალება, რომ შევძლოთ და ეფექტიანად დავძლიოთ მეოთხე ტალღა“, – განაცხადა მინისტრმა.