დღეიდან რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეში მუშაობას განაახლებენ. თებერვლის ბოლოს საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაცწყვეტილების თანახმად, 8 მარტიდან შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება.
გარდა რესტორნებისა, დღეიდან იხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროებიც. ასევე, არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები.
შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპი 15 მარტს იქნება და გაიხსნება:
- სპორტული დარბაზები;
- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში დაიწყებენ მუშაობას;
- სასკოლო წრეები განახლდება;
- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, მაყურებლის დასწრებით) – 1 აპრილიდან;