თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიიდან – საქარტველოსტვის – გიორგი გახარია იქნება.
მან ეს პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა.
„მე მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან, მეგობრებო, თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან და მე სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომლებსაც უაღრესად მძიმე პირობებში უწევთ დღეს ბრძოლა საქართველოს მოქალაქებიის ინტერესების დასაცავად, მე ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები არიან:
1. ლევან დოლიძე;
2. ზაზა თავაძე;
3. სალომე კობალაძე;
4. გიორგი შარაშიძე;
5. დავით ფარცვანია
6. თამარ (ტატა) ხვედელიანი;
7. ეკატერინე ვეფხვაძე;
8. მალხაზ მჭედლიშვილი;
9. საბა ჯიქიძე;
10. გიორგი სოსელია;
11. თიკო თვალაძე;
12. გიორგი კიკნაველიძე;
13. ზაურ რეხვიაშვილი;
14. ქეთევან ბაკარაძე;
15. ვატო ფაჩულია.