დღეიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ -კვირის ჩათვლით იმუშავებენ. აქამდე მოლები და ბაზრობები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობდნენ.
შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.