დღეიდან თბილისის ყველა აგრარული ბაზარი იკეტება.

პუბლიკა

დღეიდან თბილისის ყველა აგრარული ბაზარი იკეტება.

გადაწყვეტილება თბილისის მერიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიიღო.

„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა“, – უთხრეს მერიაში „პუბლიკას“.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. დახურულია სენაკის, ოზურგეთისა და ზუგდიდის ბაზრები.